,,თამაზ გინტურის გარდაცვალების შემდეგ, რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო” – გომელაური

პარლამენტში, ,,მინისტრის საათის” ფორმატში, დეპუტატების კითხვების პასუხად, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამაზ გინტურის მკვლელობას ,,გარდაცვალება” უწოდა:

,,მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზია, არის დაახლოებით 400კმ-იანი საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით, 100%-ით მისი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია რაც არ უნდა ბიუჯეტი მოგვცენ, 100 000 თუ გავხდებით შსს-ში მაშინ კი ბატონო. ჩვენ კი არა აშშ ვერ იცავს ბოლომდე საზღვარს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 100% -იანი დაკეტვა მე გონი მარტო ჩრდილოეთ კორეაშია.

მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ 100%-იანი დახურული აქვს საზღვრები, მითუმეტეს საოკუპაციო ხაზი, სადაც მოქალაქეები ზოგი გადადის იქით, ნათესავი ჰყავთ, ზოგი სასაფლაოზე გადადის და სამწუხაროდ არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით. 10 წელია ხელმძღვანელი პირი ვარ, 2 წელი მოადგილე ვიყავი, ვკურირებდი მაგ მიმართულებას, ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც , თუმცა ამის გამოსავალს, ეს გააკეთეთ და გადახურული იქნება 100%-ით, ვერავინ ვერ გვეუბნება. მესმის, რომ უფრო მეტი შეიძლება შევძლოთ, რაღაცა გავაკეთოთ, თუმცა თამაზ გინტურის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ დავამატეთ რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო, ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენს ოკუპანტებს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ”, – ამბობს გომელაური.

რაც შეეხება გამოძიებას თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, შს მინისტრი ამბობს, რომ მაქსიმალურს აკეთებენ, თუმცა ადასტურებს, რომ მკვლელების ვინაობა არ იციან.

მსგავსი თემები