„განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“, „შმაცების“, „ნაცმუცების“ – ბექა ოდიშარია

ოპოზიციამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდ მარცხს განიცდის, ამიტომ „ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას“.- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდ მარცხს განიცდის, ამიტომ „ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას“.

„როგორც ხედავთ, დიასპორა და ემიგრაცია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ლამის ყველზე მნიშვნელოვან საკითხად წარმოჩენილი. წარმოჩინდა იმ ხალხის მიერ, ვისაც წლების განმავლობაში არ გახსენებია და არ ახსენდება. ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება წინასაარჩევნოდ. განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“, „შმაცების“, „ნაცმუცების“. ვფიქრობ, გასაგებია, რომელ პარტიებსაც ვგულისხმობ, რომელთაც გარანტირებულად იციან, რომ დიდი მარცხს განიცდიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამიტომ ეპოტინებიან და ექლესებიან დიასპორას, რადგან სრულიად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისას დიასპორულ ხმებს განსაკუთრებული ფასი დაედო“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას მტკიცებით, დიასპორა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსის“ განუყოფელი ნაწილი მას შემდეგაა, რაც მათი ახალი კონსულტანტი ჯერემი როზნერი გახდა.

 

მსგავსი თემები