ზუგდიდში, 75 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის მეზობელი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 75 წლამდე ასაკის ქალს მეზობელი, 50 წლამდე კაცი საკუთარ სახლში თავს დაესხა და მასზე ძალადობა სცადა. კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ქალმა მისი ამოცნობა მას შემდეგ შეძლო, რაც მოძალადეს ნიღაბი ჩამოხსნა, რომლითაც ის სახეს იფარავდა. ამის შემდეგ კაცი გაიქცა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები