2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი – გომელაური

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “მინისტრის საათის” ფორმატში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. – 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.

,,2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც”, – თქვა გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად 2023 წელს 883 კამერა ჩაირთო, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი, ჯამში სისტემაში 7 914 კამერაა ჩართული.

მსგავსი თემები