ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე წლის იანვარში 774, ხოლო, თებერვალში – 813 კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია ჩატარდა

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე წლის იანვარში 774, ხოლო, თებერვალში – 813 კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია ჩატარდა. შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 448 ოპერაციით არის გაზრდილი.

უახლოეს მომავალში პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობის დასრულებისა და მობილური ვეტ-კლინიკის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

სტერილიზაცია სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან:
• პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
• მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
• დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
• ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
• დაგიზოგავთ თანხას – ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება;
• ჰუმანური გზით შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთრებაში მყოფი შერეული (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესასაძლებლობის შეწყვეტა.

მსგავსი თემები