თამაზ გინტურის მკვლელობა, უკანონო ბორდერიზაცია და დაკავებულების გათავისუფლება – შეხვედრა ერგნეთში

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 118-ე შეხვედრა იწყება. ქართული მხარე შეხვედრაზე მოითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლებას.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, ოფიციალური თბილისი განმარტებებს მოითხოვს.

,,განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს, ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის კუთხით 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე – 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე, დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. გარდა აღნიშნულია, დადგება საკითხი და მოვიკითხავთ რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები”, – ამბობს სუს-ის წარმომადგენელი, ირაკლი ანთაძე.

მსგავსი თემები