ბორელმა EU-ს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა.

„საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, – განაცხადა ბორელმა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით მოხდება, ხოლო 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

ცნობისთვის, დასავლეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი, 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებია გაყინული.

მსგავსი თემები