,,ქალი ხართ და არ გეკადრებათ, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას” – ოდიშარია ნაცვლიშვილს

,,ქალი ხართ და არ გეკადრებათ, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას”, – ასე მიმართა “ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე “ლელოს” დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, როდესაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ დარბაზში ხმაური იყო და საკუთარი თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, მოესმინათ მათივე კოლეგისთვის – ნინო წილოსანისთვი, რომელიც ტრიბუნასთან საუბრობდა.

„გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა – უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ „ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ – ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა”, – განაცხადა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები