აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატს არალეგალი მიგრანტების დაკავების უფლება ექნება

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატის სამართალდამცავ ორგანოებს აშშ-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადამკვეთი პირების დაკავების უფლება ეძლევათ. ტეხასის შტატს არალეგალების დევნა-დაკავების უფლება დავის დასრულებამდე ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც ამბობდა, რომ კანონმდებლობა აშშ-ის კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონს არღვევდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კანონმდებლობა იმიგრაციის რეგულირების საკითხში აშშ-ის მთავრობის უფლებამოსილებას ხელს შეუშლის. სენატის “კანონპროექტი 4”, რომელსაც დეკემბერში რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა მოაწერა ხელი, ტეხასში არალეგალურად შესვლას სახელმწიფო დანაშაულად აქცევს და შტატის მოსამართლეებს უფლებას აძლევს იმიგრანტების დეპორტაცია ბრძანოს. კანონმა შეშფოთება გამოიწვია იმიგრაციის დამცველებს შორის. მოგვიანებით, ტეხასის…

მეტი...

დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს, 20 მარტს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მივა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კითხვები ექნებათ გახშირებულ ნარკოდანაშაულთან, ასევე, ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე, აინტერესებთ საზღვრის დაცულობის საკითხი.

მეტი...

რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში შეძლოს – დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ნატომ სასწრაფოდ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა ის არ გახდეს რუსეთის თავდასხმის შემდეგი სამიზნე. გერმანულ კვლევაზე დაყრდნობით, დუდამ თქვა, რომ ახალი მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აორმაგებს თავის გადასვლას ომის ეკონომიკისკენ, ნატოზე თავდასხმის მიზნით, 2026 ან 2027 წლებში. ,,განგაშის ზარები რეკავს. ჩვენ გვაქვს ორი ან სამი წელი, როცა შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ევროპული უსაფრთხოება, მოვემზადოთ და დავრწმუნდეთ, რომ შეჭრა არ მოხდება”, – თქვა დუდამ. მისი თქმით, მიზანია ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს რომ…

მეტი...

დრონებით თავდასხმა იყო ბელგოროდისა და სარატოვის ოლქებში

ოთხშაბათს ღამით, დრონებით შეტევა იყო, ქალაქ ენგელსზე, სარატოვის ოლქში და ბელგოროდის ოლქზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდო ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, კიდევ ოთხი სარატოვის ოლქში. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ენგელსის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას ქალაქში მომხდარი აფეთქებების სერიის შესახებ. ცნობისთვის, ბოლო პერიოდია ბელგოროდი მუდმივი თავდასხმების ქვეშაა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

უამინდობის გამო გზებზე აკრძალვები დაწესდა

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გარდა ამისა, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...