,,მოლდოვამ EU-ის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია” – ბორელი

,,მოლდოვამ EU-ის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

,,სიამოვნებით მივესალმე მოლდოვის ვიცე-პრემიერს მიჰაი პოპსოის ბრიუსელში. მოლდოვამ EU-ის გზასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. განვიხილეთ, როგორ უნდა გადავიტანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე, რათა კიდე უფრო გაიზარდოს მოლდოვას გამძლეობა და უსაფრთხოება”, – წერს ბორელი.

მსგავსი თემები