მესმის, რატომ ეწვის კუჭი და ერთი ადგილი თქვენი ტელევიზიის პატრონებს – ბექა ოდიშარია

მესმის, რატომ ეწვის კუჭი და ერთი ადგილი თქვენი ტელევიზიის პატრონებს, – ასე უპასუხა ,,ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ,,მთავარ არხს” დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. 

,,დავით ხიდაშელი თუ იყო თავდაცვაში, ეს ალბათ იყო განპირობებული იმით, რომ ჰქონდა სურვილი რაღაცა წვლილი შეეტანა ამ საქმიანობაში. მე მესმის, რატომ ეწვის კუჭი და ერთი ადგილი თქვენი ტელევიზიის პატრონებს, რადგან მათ დაძრეს პროცესი გარეჯთან დაკავშირებით და პრაქტიკულად გარეჯი იყო დაკარგული საქართველოსთვის. ყველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც არის ასე ვთქვათ სადაო ტერიტორია. შესაბამისად, ამ ადამიანმა თავის აქტივობით ეს პროცესი შეაფერხა, რაღაც- რაღაცები ამოიტანა ზედაპირზე და გამწარებულები არიან თქვენ პარტიული ბოსები”, – განაცხადა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები