ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს – გომელაური მიგრაციაზე

ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომალაური მიგრაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად.

,,2023 წლის რომ მოვიკითხეთ, საქსტატმა ივნისში გვექნება დაახლოებით პასუხები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით არ აკეთებს სტატისტიკას და არ ვითვლით ჩვენ, ეს კი გაქვთ, რაც კი იცით, 2012 წლამდე 247 585-ია გასული, რაც საქსტატმა მოგვაწოდა, ჩვენი დათვლილი არ არის და პირიქით, მატებაა 2 420 ადამიანის შემოსვლა საქართველოში, 2013-დან 2022 წლის ჩათვლით.

მიგრაციაში ხალხი მიდის, ხაზი რომ გავუსვათ, იქიდან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ეს მე მგონი, ჩემი კოლეგები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შს მინისტრები, მათაც აქვთ ეს პრობლემა, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადა, მიდიან გერმანიაში, სხვა ქვეყნებიდან უფრო სადაც უკეთესად თვლიან რომ სამუშაო ანაზღაურება მეტი ექნებათ. მესმის, მე გამიხარდება ყველა ჩვენი მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები ჰქონდეს ჩვენთანაც, თუმცა ეს არის პასუხი… 800 000 რაც იყო, არასწორი ციფრია, ეგ არის მთლიანად ვინ გავიდა, მოქალაქე, მეც, თქვენც, რაც მოვიკითხე, იგივე შემოვიდა, 700 რაღაც ათასია შემოსული, შეიძლება 2 000-ით ნაკლებია”, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები