ავლაბარში სახლი ჩამოინგრა – დაშავებულია ერთი პირი

ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

მსგავსი თემები