ლვოვში, კერძო სახლის ავტოფარეხში აფეთქება მოხდა

ლვოვში, კერძო სახლის ავტოფარეხში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება გაზმა გამოიწვია.

„სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს. 2 ბავშვი და 2 ქალი დამწვრობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაშავებულების მდგომარეობა მძიმე არ არის. მაშველები კიდევ 2 მამაკაცს ეძებენ. შესაძლოა, ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. აფეთქების ზუსტი მიზეზები სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა.

მსგავსი თემები