გერმანიაში სამი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით, სამი ქართველი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 22 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე, ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი კაცი შეამჩნია, რომლებიც სიგარეტის აპარატს ძარცვავდნენ.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მიუნხბერგის პოლიციამ პოლონური რეგისტაციის მქონე ავტომობილი მალევე იპოვა, შემოწმებისას კი მანქანაში დიდი რაოდენობით მონეტები აღმოჩნდა.

23, 28 და 32 წლის ქართველები პოლიციამ ადგილზე დააკავა. სხვა დეტალები დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები