რიგაში, BBC-ის წვეულებაზე, უცნობმა პირმა სავარჯიშო ყუმბარა ააფეთქა

რიგაში, BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების წვეულებაზე უცნობმა პირმა სავარჯიშო ყუმბარა ააფეთქა.

წვეულება რიგას ერთ-ერთ ბარ “Čē”-ში გაიმართა. საღამოს 23 საათისთვის, როცა ბარში ჟურნალისტების გარდა თითქმის აღარავინ იყო დარჩენილი, უცნობმა პირმა კარი გამოაღო შიგნით შეიხედა და დარბაზში მდგარ ჟურნალისტებს საწვრთნელი RGD-5 ხელყუმბარა ესროლა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი შავი BMW-ით გაიქცა. ჟურნალისტებმა მანქანის სანომრე ნიშნების დაფიქსირება მოასწრეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მსგავსი თემები