უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ სამი უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ სამი უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას Save Ukraine-ის დამფუძნებელი, მიკოლა კულება ავრცელებს.

,,ჩვენ დავასრულეთ მე-14 სამაშველო მისია, რომლის დროსაც გადავარჩინეთ 14 ბავშვი, მათგან შვიდი მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია”, – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, ახლა სამივე ბავშვი უსაფრთხოდაა, გამოჯანმრთელდებიან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

მსგავსი თემები