,,უკრაინის წაგება არ უნდა დავუშვათ” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

,,დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას”. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

,,დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას, მას ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც სჭირდება. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია დარჩეს ცივი ომის შემდგომ ეპოქაში. შედეგები საშინელი იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. თავს ამ ომის წაგების უფლება არ უნდა მივცეთ”, – განაცხადა შაფსმა.

ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოგების საშუალებას მისცემს, ასეთი ქმედებებით დაზარალდება.

მსგავსი თემები