გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალები მოაბილიზეს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ.

გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.

ავსტრიაში კი განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. საშობაოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ესპანეთის ხელისუფლებამაც.

მსგავსი თემები