,,ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება” – ნეთანიაჰუ

,,ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

,,ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე”, – ამბობს ნეთანიაჰუ.

მსგავსი თემები