პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 7 000 დოლარის ქურდობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 43 წლის ქართველმა ოჩოთას მერიასთან, თანხა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან ამოიღო.

,,ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, “მერსედესის” მძღოლმა ყურადღება მოადუნა, მანქანა არ ჩაკეტა და ამით მაშინვე ისარგებლა 43 წლის გამვლელმა. მამაკაცმა უკანა კარი გააღო, დაიხარა და რამდენიმე წამის შემდეგ ჯიბეში რაღაც ჩაიდო, ამის შემდეგ სწრაფადვე შეეცადა ადგილიდან მიმალვას”, – ნათქვამია პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ფაქტი შენიშნეს და კაცი მალევე დააკავეს, რის შემდეგაც მან უკვე პოლიციელების მოქრთამვა სცადა და პოლიციელს ნაქურდალი თანხა შესთავაზა, რითაც ახალი დანაშაული ჩაიდინა.

საქართველოს მოქალაქე ორი ბრალდებით დააკავეს. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები