რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს – არიან დაკავებულები

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს. ბინები ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე 3 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გაქურდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ბრალდებულები დაკეტილ ბინებში სხვადასხვა საშუალებებით აღწევდნენ და უმოკლეს ვადაში გაჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძვირფასეულობა და თანხა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩატარებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებულები დააკავეს.

მსგავსი თემები