აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდის შტატში, ქალაქ ოკალას სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებულებს შორის არის ქალი, რომელიც ფეხში დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ სავაჭრო ცენტრს ალყა შემოარტყა და შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, ახლა მას პოლიცია ეძებს.

მსგავსი თემები