ბათუმში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევა გორგილაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

შეჯახების მიზეზი, სავარაუდოდ, მსუბუქი მანქანის მიერ საგზაო წესების დარღვევა გახდა. არსებული ინფორმაციით, ის მოძრაობის ნებადართული მიმართულების საპირისპიროდ გადაადგილდებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები