ნოტრ-დამი 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება

ნოტრ-დამი საზოგადოებისთვის 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მან პირობა დადო, რომ სამუშაოები “გეგმის მიხედვით” გაგრძელდება და 2019 წლის ხანძრიდან 5 წლისა და 7 თვის შემდეგ ღვთისმშობლის ტაძარი ისევ გაიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის ტაძარს თავდაპირველი გარეგნობა უნდა აღუდგეს, პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა სურვილი, რომ ტაძრის ნამუშევრებში თავისი ადგილი 21-ე საუკუნემაც დაიკავოს. ამ თვის დასაწყისში მან გამოაცხადა კონკურსი, რომელიც ნოტრ-დამის სამხრეთ ნაწილსთვის თანამედროვე მხატვრებს ამ საუკუნის აღმნიშვნელი ექვსი ვიტრაჟის შექმნის საშუალებას მისცემს.

ნოტრ-დამის აღდგენაზე პარიზის 250-მდე კომპანია და სახელოსნოა ჩართული, რათა ტაძარს რენესანსული შესახედაობა აღუდგინონ. ეს სამუშაოები მოიცავს დურგლებს, ქვის მუშებს, ხარაჩოებს, მოქანდაკეებს, ოქროპირებს, შუშის მწარმოებლებს და ორღანის მშენებლებსაც კი.

მსგავსი თემები