წლის განმავლობაში საზღვრის დარღვევის ბრალდებით 448 პირი დავაკავეთ – ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის “დამრღვევი” 448 ადამიანი დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251-მა “სასაზღვრო ზონის რეჟიმი”.

“262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა”, – აცხადებენ დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში.

მსგავსი თემები