უკრაინას სავარაუდოდ მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინას სავარაუდოდ მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება.

მისი თქმით, უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ბოლო ოთხ სხდომაზე განიხილებოდა გარკვეული რაოდენობის ადამიანის მობილიზიების საკითხი.

„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს სამართლიანობაზე, რათა ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ერთნი იცავენ ქვეყანას, ხოლო სხვები პლანეტის სხვა წერტილებში იმყოფებიან, ისვენებენ კურორტებზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტი 100 პროცენტით ითხოვს სამართლიანობას“, – განაცხადა დანილოვმა.

 

მსგავსი თემები