აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
მისი განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში.
„მე-14 შესწორება ვრცელდება თუ არა, ჩვენ სასამართლოს მივცემთ უფლებას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე კითხვა არ არსებობს. არცერთი“, – განაცხადა ბაიდენმა.