უკრაინის რადამ დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ

უკრაინის რადამ მეორე მოსმენით მიიღო  სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა 238-მა დეპუტატმა.

დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, კანონპროექტი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო მისი გავრცელება რეკრეაციული მოხმარებისთვის კვლავ დანაშაულად რჩება.

„სამკურნალო კანაფის შემცველი პრეპარატების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით. ექიმი ამ რეცეპტს პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად გამოუწერს, როგორც ეს ახლა მორფინის შემთხვევაშია“, – წერს დეპუტატი.

მსგავსი თემები