კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა, რომელიც საქალაქო სასამართლომ მას  17 თებერვალს შეუფარდა, ძალაში დატოვა.

პროკურატურა უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას – უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მკვლელობა თბილისში 2022 წლის 21 მაისს მოხდა. როინ მებონიამ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები