საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას – მაკრონი

საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  განაცხადა.

მისი თქმით, ახალი საიმიგრაციო კანონი კომპრომისის შედეგი იყო.

„გასაგებია, რომ ეს კანონი გარკვეულ ადამიანებს აღელვებს და მე ეს მესმის. თქვენ შეიძლება, ისაუბროთ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ რეალობაზე. კანონი მთავრობის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ეს არის კომპრომისის შედეგი. ეს არის ის, რაც ხალხს სურდა, როდესაც აგვირჩიეს და მოგვცეს უმრავლესობა. რა არჩევანი გვქონდა. უნდა გვეთქვა, რომ შევწყვეტთ და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ცუდი იდეაა? – არა. ჩვენ შევქმენით კომიტეტი, რომელიც კომპრომისზე მიდის. ეს ტექსტი ამ კომპრომისის შედეგია“, – აცხადებს  მაკრონი.

 

მსგავსი თემები