,,ალისკა ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად”- სააკაშვილი

,,მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი,”- ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ დაბადების დღეს ეხმაურება და განცხადებაში მის შვილებზეც საუბრობს.

,,ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა. მთავარია მახარებს, რომ ორივემ – ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა და ისინი ამაყობენ მამით.

3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ “ცუდი კაცები” მიშლიან ხელსო,”- აცხადებს სააკაშვილი.

,,დღეს 56 წლის გავხდი…ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას”- მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი თემები