სახლები ტიბეტში – ფოტორეპორტაჟი  

ტიბეტი – იგივე “მსოფლიოს სახურავი“. ის ჩინეთის ავტონომიური ოლქია და “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის.

ტიბეტი, ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტიბეტური სახლები, რომელიც გამორჩეულია საოცარი ფერებითა და მოჩუქურთმებით.   ლინჩი არის ტიბეტის ერთ-ერთი ქალაქი. არ არის მჭიდროდ დასახლებული, თუმცა, საკმაოდ ბევრი კერძო სახლია. სახლები თითქმის ერთმანეთს ჰგავს. ფასადი ერთნაირია, გადახურვაც. ყველას აქვს საკუთარი გამწვანებული და მოვლილი ეზო.

პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახია, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან. სახლის როგორც შიდა, ისე გარე სივრცე ისეა მოჩუქურთმებული, მუზეუმში გეგონება თავი.

იყენებენ საკმაოდ ბევრ ფერს და ძალიან ლამაზი სანახავია.  თითქმის ყველა სახლში დგას ტრადიციული ღუმელი, სადაც შეშაზე კერებს ამზადებენ.

სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ბუნებრივი პირობების გამო, ტიბეტური სახლების სტილი განსხვავდება,  მაგრამ უმეტესობა ციხე-სიმაგრის მსგავსია.

როგორც წესი, ტიბეტური სტრუქტურები აგებულია ბუნებრივი მასალისგან, როგორიცაა ქვა, თიხა და ხე. 1980 წლიდან ბეტონიც შემოვიდა გამოყენებაში.

ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. საუბრობენ ტიბეტურად და ჩინურად. აქ ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები. იკვებებიან ძირითადად  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით.

გარემო ნამდვლად სუფთა და სიწვანით მდიდარია. ძირითადი ტიბეტური საკვები არის ფქვილის ცომი მოხალული ქერისგან, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ.

ყველაზე სასურველი სამშენებლო ადგილები არის შემაღლებულ მიწაზე სამხრეთისკენ. ტიბეტი ცნობილია მაღალი სიმაღლით და რთული მთებით, ბუდიზმის გამორჩეული ფორმით და უნიკალური არქიტექტურითა და სამზარეულოთი.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ტიბეტური სახლები, როგორიცაა ციხე-სიმაგრის მსგავსი სახლები სამხრეთ ხეობაში, კარვები ჩრდილოეთ პასტორალურ მხარეში, ხის ნაგებობები და სხვა.  ყველაა აქვს ძლიერი ეთნიკური და რეგიონალური მახასიათებლები.

სასოფლო-სამეურნეო და პასტორალურ რაიონებში საცხოვრებელი დასახლებების ფორმირება ძირითადად მონასტრებზეა ორიენტირებული, თავისუფლად განაწილებული და ერთმანეთზე გაბნეული, რაც აყალიბებს დისოციაციის ნიმუშს.

სახლები ძირითადად ქვის და ხის ნაგებობებია, ღირსეული და სტაბილური გარეგნობით, ასევე მარტივი და უხეში სტილით. ციხის მსგავს სახლს აქვს მყარი და სტაბილური, მჭიდრო სტრუქტურული და მოწესრიგებული კუთხეების მახასიათებლები, რაც იდეალურია  ქარისა და სიცივის თავიდან დასაცავად.

ტიბეტური სახლები რეგიონებში  ადგილობრივი პირობებისთვის შესაფერისია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ტიბეტში ძირითადად ხის შენობებია, ასევე, ბამბუკის.  მაცხოვრებები კი ვერანდაზე ასასვლელად ხის კიბეებს იყენებენ.

ტიბეტური ქვის სახლი კი სამ ან ოთხ დონიანია. მიწის დონე არის  პირუტყვისთის, საკვებისთვის  და სხვა ნივთებისთვის. მეორე დონეზე არის საძინებლები და სამზარეულო.

მესამე დონე არის სალოცავი ოთახი. იმის გამო, რომ ტიბეტელები ძირითადად ბუდისტები არიან, ბუდისტური წერილების წაკითხვის ლოცვა ტიბეტური სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოთავსებულია ყველაზე მაღალ დონეზე, რადგან არავინ უნდა ცხოვრობდეს ან არაფერი არ უნდა განთავსდეს საკურთხევლის ზემოთ.

ეკა გულუა ტიბეტიდან

ტიბეტი – ადგილობრივების ცხოვრება (ვიდეორეპორტაჟი)

მსგავსი თემები