ისრაელმა ღაზის  სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან იუნისის დიდი ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქის, ხან იუნისის დიდი ნაწილის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის თქმით,  ისრაელმა რუკები გამოაქვეყნა, სადაც  ახალი ტერიტორიებია ნაჩვენები.  ტერიტორია მოიცავს ხან იუნისის ქალაქის დაახლოებით 20 პროცენტს, რომლებიც მონიშნულია ევაკუაციისთვის.

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

მსგავსი თემები