,,ერთი მინისტრი, ერთი გადაწყვეტილებით ანადგურებს სამართლებრივ წესრიგს, უგულებელყოფს კანონს, კონსტიტუციას”- მორავიეცკი

პროტესტი მოჰყვა პოლონეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს Pap-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკიც მივიდა მხარდასაჭერად.

„პოლონეთში კანონის უზენაესობის ნებისმიერი პრინციპის ძალზე უხეში დარღვევა მოხდა. ყველა უნდა იყოს ინფორმირეული ამის შესახებ. ერთი მინისტრი, ერთი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ანადგურებს სამართლებრივ წესრიგს და უგულებელყოფს ორივეს, კანონსა და კონსტიტუციას“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მსგავსი თემები