უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე ბარიერებს აგებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე თავდაცვით ბარიერებს აშენებენ. საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით თხრიან თხრილებს. თითოეული პოზიციის წინ დგას ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, მავთულხლართები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები.

სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები ტერიტორიული თემებიდან.

,,ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ჩრდილოეთ საზღვარი მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ახლა ამ მხარეში ვითარება სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. ეს გვაძლევს დროს და შესაძლებლობას მივიღოთ დამატებითი  საფორტიფიკაციო ზომები”,- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სერხიი ნაევი.

მსგავსი თემები