„ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს… ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა პირიდან“- ბავშვის მამა

„ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს… ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა პირიდან“, – ამის შესახებ ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მამა მედიასთან საუბრობს.

დაშავებული ბავშვის მამა მომხდარს იხსენებს.

„უფროსი შვილი მოიყვანეს ბაღიდან, დედა სახლიდან წავიდა ბავშვის გამოსაყვანად. რა დროსაც, პიტბულის ჯიშის ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს. უფროსი შვილის ყურადღების მიქცევის დროს პატარა ბავშვი ეზოში გამოვიდა, რა დროსაც ძაღლი სახლის მიმართულებით ავიდა და თავს დაესხა ლაზარეს. ამ დროს ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ბავშვი ძაღლს პირიდან… საცხოვრებელ სახლთან მოხდა, ვიღაცის გამოგდებული ძაღლი იყო და თავს დაესხა ბავშვს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში, როგორ გაატარებს სისხლს ბავშვის წვრილი კაპილარები“, – აცხადებს ბავშვის მამა.

 

მსგავსი თემები