პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დონალდ ტუსკის მიერ განხორციელებული სახელმწიფო მედიის რეფორმა ანარქიაა.
მისი თქმით, დონალდ ტუსკის მთვარობამ კონსტიტუცია დაარღვია, რადგან მოულოდნელი ქმედებებით საპარლამენტო პროცედურები გამოტოვეს.
„ეს უკანონოა, ანარქიაა“, – აცხადებს ანჯეი დუდა.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ ქვეყნის საზოგადოებრივი ტელევიზია, რადიო და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობა დაითხოვა.