ქართველ მეზღვაურს, რომელიც რუმინეთში გემიდან გადავარდა, ისევ ეძებენ

ქართველ მეზღვაურს, რომელიც რუმინეთში გემიდან გადავარდა და დინებამ წაიღო, 1 კვირაზე მეტია ეძებენ. ტვ 25 -ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური, რომელიც დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს მისი გემზე აყვანა.

მსგავსი თემები