ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მეზობლად მცხოვრებლებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა

თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა.

მისი თქმით, ცხოველში პიროტექნიკა სროლის ასოციაციას იწვევს, რის მიმართაც მათ განსაკუთრებული შიში აქვთ

,,ჩვენ ვთხოვთ, ძირითადად ჩვენ ასე ვთქვათ მეზობლებს, რომ არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ზოოპარკია. თუ დაშორებულია და ახლოს არ იქნება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა ჩვენი ცხოველებისთვის, თუმცა პრობლემა რჩება იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, ეს იქნება მიუსაფარი ცხოველები, თუ გარეული ცხოველები, თუნდაც პატარა ფრინველები და ასე შემდეგ”, – აცხადებს გურიელიძე.

მსგავსი თემები