„მომცემენ სიტყვას – ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ – გავივლი ხალხთან“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე დგას, ხალხს ესაუბრება და გამომსვლელებს ელოდება, როგორც მან მედიას განუცხადა, არ იცის, სიტყვით გამოსვლის უფლებას მისცემენ თუ არა.

„მომცემენ სიტყვას – ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ – გავივლი ხალხთან. ჩვენ შეიძლება არ ვიზიარებდეთ ყველა პოლიტიკურ იდეას, მაგრამ, მთავარია, ერთად ვიდგეთ ხალხთან, ერთმანეთის გევრდთ. მაგალითად, მე ახლა მოვუსმენ პრემიერს და ვინც გამოვა ყველას. ეს არის ევროპულობა.  ამას ერქვა საქართველოში შემწყნარებლობა და ეს ტრადიცია უნდა დავიბრყნოთ. მოვისმენ, ახლა აქ არ არის კამათის დრო“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მან ღონისძიებაზე, რომელიც ათონელის რეზიდენციაში გამართა, ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია.

მსგავსი თემები