ვისაც სურვილი აქვს, რომ ცალ ფეხზე იდგეს, ეს მათი უფლებაა – ამაში არავის შევზღუდავთ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ქმედებას, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას უშლიან ხელს, მავნებლობას უწოდებს. როგორც მან საკრებულოში, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს დაიცავს. „ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „დარბოდნენ“ ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, ხალხი, რომ მსგავს რამეებს კადრულობდე. შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება და პოლემიკაში იყო, მაგრამ, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე, როცა პოლიტიკოსი გქვია და ბრიუსელში დადიხარ იმისთვის, რომ ხელი შეუშალო…

მეტი...

„საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება“- კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. მისი განცხადებით, საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება. ,,ვულოცავ ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მიგვეღო და მოახერხა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო წინ წავიდნენ და უკვე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დაიწყეს მოლაპარაკება. დიახ, ეს „რუსული ოცნების“ დამსახურებაა, რუსეთის დავალებით. ახლა მთელი „ქოცბანდა“ ზის და ნერვიულობს, რუსებმა ყური არ აგვიწიონო. კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ეტაპია და კარგია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ.…

მეტი...

ძაღლი ნივთი არაა, რომ აიღო და გარეთ დააგდო – თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თბილისის მერია აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ძალისხმევას არ იშურებს. მისივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია გრძელდება და ამისთვის მერიის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებია გამოყოფილი. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ სტერილიზაცია შემცირებულია, რაც არ არის სწორი. ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. პირველი, ვინც ვართ დამნაშავეები, ჩვენ, ადამიანები ვართ. ძაღლი არ არის ნივთი, რომ მაგალითად, აიღო და გარეთ დააგდო. თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას ძაღლის აყვანაზე, არ უნდა…

მეტი...

მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება – კახა კალაძე

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში, დეპუტატ შალვა ოგბაიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, რა გრაფიკით განხორციელდება მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამა. „მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება. მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის მოსახლეობას, გარკვეული დროის შემდეგ ეწურება გადაადგილების და მოძრაობის რესურსი. შესაბამისად, საჭიროებს ჩანაცვლებას. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ რესურსის გასვლისთანავე ისინი ჩანაცვლდეს ახალი ვაგონებით. როდესაც აღნიშნულ ვაგონს დაუმთავრდება ექსპლუატაციის ვადა, შემოვა მეტროს ახალი ვაგონები. თუ რომელიც…

მეტი...

ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს – უკრაინის საელჩო

უკრაინის საელჩო საქართველოს  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.  როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. „ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა – შალვა პაპუაშვილი

„გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნდე იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება – ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი, საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი,  ერთ-ერთი ყველზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია. „ერი, რომელმაც გასული სამი ათასწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე. ჩვენ, ქართველი ხალხი,…

მეტი...

მადლობას თქვენც იმსახურებთ, რადგან ცილისმწამებლური განცხადებებით, მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში ეხმარებით – კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა მათ მოსაგვარებლად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „არის თუ არა საკმარისი სამუშაო, რაც ამ ერთ წელიწადში გავწიეთ? რა თქმა უნდა, არა. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება და იმატებს გამოწვევებიც. ასე რომ, სურვილი ზოგჯერ აჭარბებს შესაძლებლობებს. ხშირია პრობლემები, რომლის წინაშეც სრულიად დაუგეგმავად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუმცა მინდა, თბილისელებს სრულიად გულწრფელად ვუთხრა ერთი რამ – ათასჯერ უფრო ბედნიერი ვართ, როდესაც თქვენი საცხოვრებელი პირობები…

მეტი...

„გილოცავ, საქართველო, თქვენი მომავალი ევროპაშია”- ნიდერლანდების ელჩი

ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი საქართველოს  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.  როგორც ელჩი ვიდეომიმართვაში მელინე არაკელიანი აცხადებს, საქართველოს მომავალი ევროპაშია. „გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და მივესალმებით თქვენს სწრაფვას, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მომავალი ევროპაშია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, გააგრძელოს რეფორმები, ცხადად წარმოაჩინოს ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება და ინკლუზიური, ერთიანი გზით შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე“, – აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში,…

მეტი...

,,ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია”- საფრანგეთის საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ,,ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია. ბურთი თქვენს მოედანზეა. დროს ნუ დაკარგავთ. 2024 წელი იქნება გადამწყვეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს”- ჯეიკ სალივანი

,,მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას”,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი წერს. ,,მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას”,- წერს სალივანი.

მეტი...

,,ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს!”- ავსტრიის საელჩო

ავსტრიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს. როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია საქართველოს გვერდით დგას და ზეიმობს. ,,გუშინ ისტორიული დღე იყო: ევროპულმა საბჭოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს! შემდეგი ეტაპი: ევროპული კომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება. წარმატებას და ძალას გისურვებთ! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა”- ოთარ შამუგია

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა,”- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ეს არის შეუქცევადი პროცესი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის. ,,ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი. მადლობას ვუხდი ყველას – ქართველ ხალხს, საქართველოს სახელისუფლებო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული…

მეტი...

,,გილოცავთ ყველა ქართველს! შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და – მაშასადამე ევროპელები”- რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი  საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ გზაზე მხარს გვიჭერდა და კვლავ გააგრძელებს მხარდაჭერას. ,,გილოცავთ ყველა ქართველს! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და – მაშასადამე ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ!” – აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში.

მეტი...

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, სანქცირებულნი არიან პირები, ორგანიზაციები და ფირმები რუსეთიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტატიანა შევცოვა, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, მოსკოვის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი ქსენია მიშონოვა და 32 სხვა რუსი სამოქალაქო და სამხედრო მოღვაწე, ასევე რუსული სამხედრო ინდუსტრიის 43 კვლევითი და წარმოების კომპანია. ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა 16 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასში ომის დაწყებაში. სანქცირებულია ორი პირი, რომლებიც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისა და 298 ადამიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ. ყველა ამ ფიზიკური…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, ამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში. როგორც მან  “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა,  არ სურს მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია. ,,რაც შეეხება სააკაშვილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს მასთან დაკავშირებით კითხვები, მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება პირველ რიგში ადამიანთან მას შემდეგ, როდესაც მექნება მასთან შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას, ერთ პარტიაში, მომავალში, მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

რუსეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

მოსკოვში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ახალგაზრდა ემიგრანტი, ხვიჩა კეკუა გარდაიცვალა. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ფატიმა კეკუას ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. აქ სიტყვები უძლურია…. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო ვაჟკაცი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე…

მეტი...

ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ევროკომისიის მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. „ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა პოლიტიკურმა…

მეტი...

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პასუხია ქვეყნის, ხალხის ისტორიულ ევროპულ არჩევანზე – ილია დარჩიაშვილი

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შეუქცევადს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და წარმოადგენს საქართველოს ისტორიული მისწრაფების, მრავალწლიანი შრომისა და ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის ცალსახა აღიარებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მინისტრი წერს, დღეისათვის საქართველო მზად არის ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობისთვის, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დროულად დასაწყებად. ,,საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდთან ერთად შევხვდი! ვულოცავთ სრულიად საქართველოს, სამინისტროს გუნდს, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ამ ისტორიულ დღეს! საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შეუქცევადს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და წარმოადგენს საქართველოს ისტორიული…

მეტი...

,,ძვირფასო ქართველებო, გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას!”- ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ X-ზე ქართულ ენაზე წერს და ქართველ ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს. ,,ძვირფასო ქართველებო, გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს ისტორიული გამარჯვებაა! გამარჯვება თითოეული თქვენგანის!” – წერს ერმაკი.

მეტი...

,,უღრმესი მადლობა შარლ მიშელს, საქართველოს ურყევ მეგობარს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მადლობას უხდის. ,,უღრმესი მადლობა შარლ მიშელს, საქართველოს ურყევ მეგობარს! თქვენი მუდმივი მხარდაჭერა, განურჩევლად გარემოებისა, ბევრს მეტყველებს. ქართველი ხალხი ღრმად აფასებს თქვენს სოლიდარობას და არწმუნებს მათ, რომ ევროპა არა მხოლოდ უსმენს, არამედ მათ გვერდით დგას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ორბანის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაბლოკა. „ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

,,მივესალმები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭო მზად არის, ევროკავშირის გზაზე ამ ქვეყნების მხარდაჭერა განაგრძოს”- ბურიჩი

,,მივესალმები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ  უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენს წევრ ქვეყანას საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს,”- ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, X-ზე წერს. ,,მივესალმები ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენს წევრ ქვეყანას საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროპის საბჭო მზად არის, ევროკავშირის გზაზე ამ ქვეყნების მხარდაჭერა განაგრძოს,”- წერს ბურიჩი.

მეტი...

ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ისტორიულ ნაბიჯს – მეთიუ მილერი

მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებს და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ისტორიულ ნაბიჯს – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეტიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ,,ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებს და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნებმა ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგეს. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე”,- წერს მილერი.

მეტი...

ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს – დავით არახამია

,,ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს მათი უკომპრომისო და მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის,”- ამის შესახებ ფრაქცია ხალხის მსახურის თავჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს. ,,ისტორიული დღეა – უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა, საქართველო კი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს მათი უკომპრომისო და მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის. მთავარი გამარჯვებები წინ არის!”, – წერს არახამია.

მეტი...

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ ეს გააკეთეთ, ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში – ვიოლა ფონ კრამონი

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ ეს გააკეთეთ, ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. „ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას. თქვენ ეს გააკეთეთ. თქვენს ევროპულ სულისკვეთებას, თქვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. წინ ჯერ კიდევ გზაა გასავლელი. ვიმედოვნებ, რომ მალე გიხილავთ ევროკავშირში, სადაც თქვენი ადგილია”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

,,ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”- ზელენსკი

,,ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ,,ტელეფონით  ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. ვულოცავ მას და ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის.” – წერს ზელენსკი.

მეტი...

პრემიერის მიპატიჟებას საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტიც უერთდება

15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, დიდი ზეიმია. საზეიმო ღონისძიება საქართველოს პრემიერმა დააანონსა და ყველა მიიწვია. მიწვევას საქართველოს პრეზიდენტიც უერთდება. “პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტი...

„არ მინდოდა მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი“ – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ. „არ მინდოდა, მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი. ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყო ამ საღამოს, ჩემთან არიან, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამ დიდ მოლოდინში. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მას პირადადა შარლ მიშელმა მიულოცა ეს დიდი გამარჯვება. „დამირეკა…

მეტი...