ირაკლი ღარიბაშვილი: “მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა”

24 მარტს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში პარტიის აქტივთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა, რათა მოამზადოს პარტია არჩევნებისთვის, რომელიც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად და „ძალიან ძლიერად“ უნდა მოიგოს.

„უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რაც შარშან და შარშანწინ იყო, მე ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა. ამიტომ, საჭირო არის გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები