,,ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება.

,,ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება”, – ამბობს კულება

როგორც მან აღნიშნა, თუ ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ ეს თანხები კონსენსუსის მიღწევის გარეშე გამოიყოფა.

მსგავსი თემები