„ახლა ერთიანობის დროა, ბევრი არც მიფიქრია, მოვედი“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი საზეიმო ღონისძიებას უერთდება. პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე ფეხით მივიდა და როგორც ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის დღე, როცა ყველა უნდა ზეიმობდეს და ყველა ერთად იყოს.

„რატომ მოვედი. იმიტომ, რომ აქ უნდა ვიყო, ბევრი არ მიფიქრია, ერთად უნდა ვიზეიმოთ. სიტყვის უფლებას მომცემენ თუ არა, არ ვიცი. უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიზეიმოთ ერთად. ეს ჩვენი გამარჯვებაა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავისუფლების მოედანზე ადამიანები ერთი იდეის გარშემო იკრიბებიან. ეს არის სახალხო ზეიმი – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის  მინიჭება. თავისუფლების მოედანი ადამინებს ვერ იტევს. პარალელურად, დღეს საღამოს აინთება ნაძვის ხე და გაიმართება კონცერტი.

მსგავსი თემები