,,ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” – კობახიძე

,,ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო”. ასე უპასუხა  ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავისუფლების მოედანზე, საზეიმო სცენაზე ასვლისა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება.

,,სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. აქედან გამომდინარე, მისი ადგილი არ იყო ამ ღონისძიებაზე… ეს არის პროტოკოლის წესი და ევროკავშირის ელჩს ასე უნდა დაეწყო… ერთობა მხოლოდ იმ ხალხთან, ვინც ზრუნავს სახელმწიფოზე და ქვეყანაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები