უკრაინაში დეპუტატმა საბჭოს სხდომაზე ხელყუმბარა ააფეთქა – დაშავდა 26 ადამიანი

უკრაინაში, იმიერკარპატეთის ერთ-ერთი სოფლის საბჭოს სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატმა ხელყუმბარა ააფეთქა. შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

ცნობილია, რომ 11.37 საათზე შევიდა შეტყობინება “102” ხაზზე, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომაზე მუკაჩევოს რაიონის სოფელ კერეცკოვსკის საკრებულოს შენობაში ყუმბარა აფეთქდა.

მსგავსი თემები