,,რა ხიდზეა საუბარი, ხიდზეც რომ მანქანა იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ?”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვისმიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსექტივაში უსარგებლოა.

ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო „იდგა“. რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს,
მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადები კიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები