ერთადერთი, ვინც პრეზიდენტი ახსენა, ევრკავშირის ელჩი იყო

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მოსახლეობა ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს, სიტყვა ევროკავშირის ელჩსაც მისცეს. ტრიბუნაზე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩი ავიდა, თუმცა, სიტვით ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოვოდა.

ერთადერთი, ვინც ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი ახსენა, სწორედ ევროკავშირის ელჩი იყო. მან მილოცვა სალომე ზურაბიშვილის ხსენებით დაიწყო. ელჩმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა.

„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატნო პრემიერ-მინისტრო,  ბატინო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, გილოცავთ. დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურო ლიდერებო, საჯარო მოხელეებო, სამოქალაქო საზოგადოებავ, მედიავ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკაბშირში ინტეგრაციას.

ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის გაწეული ძალისსმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუცა საბოლოო მიზანი ევროავშირის წევრობაა. ახლა პოლიტიკურმა ლიდერემა აღასრულონ ხალხის ნება  და სწრაფად გაატარონ რეფორმები“ – აღნიშნა ელჩმა.

ღონისძიება კი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტი კი გამომსვლელებს ქვევიდან, ხალხთან ერთად უსმინდა, ის ტრიბუნაზე არავის მიუწვევია.

 

მსგავსი თემები