,,მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია”- კაია კალასი

,,საქართველოსთვის მთავარი მესიჯია, მოამზადოს საშინაო დავალება. მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი,”- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, წინსვლა მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და უამრავ პოლიტიკურ რეფორმას.

,,საქართველოსთვის მთავარი მესიჯია, მოამზადოს საშინაო დავალება. მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი. საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლა მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და უამრავ პოლიტიკურ რეფორმას. თუმცა ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია. ჩვენც უნდა მოვამზადოთ ჩვენი საშინაო დავალება. თუ ქვეყნები ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის. თუ თქვენ იქნებით მზად, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ მზად არ ვართ,”- განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი თემები